შპს ჯი-თი-ემ გრუპ-ი არის თანამედროვე კონკურენტუნარიანი მინი ქარხანა, სადაც დანერგილია უახლესი ტექნოლოგიები, რაც იძლევა საშუალებას ვიყოთ ლიდერები ფეროშენადნობ საწარმოთა სექტორში.
საწარმოს ძირითად შენობაში განთავსებულია 11 მვასიმძლავრის 600 მმ დიამეტრის გრაფიტულ ელექტროდზე მომუშავე ფეროშენადნობი ღუმელი, რომელიც ჩვენს მიერ პირველად დაინერგა საქართველოში;
ქარხნის საერთო სიმძლავრე უზრუნველყოფილია 110 / 10 25 მგტ მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორიანი ქვესადგურით;
დანერგილია კაზმის მომზადების, დოზირების და ღუმელზე მიწოდების ავტომატური სისტემა, რომელიც იძლევა პროდუქციის ხარისხის სტაბილურობის გარანტიას;
საამაყოთ გვინდა ავღნიშნოთ, რომ ქარხანაში დანერგილია უმაღლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი ავტომატიზირებული გაზგამწმენდ სისტემათა კომპლექტი, რომელიც აკმაყოფილებს ეკოლოგიის თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს და გარემოს უმნიშვნელო დაბინძურებასაც კი გამორიცხავს.