დასაქმებულ კვალიფიციურ სპეციალისტებს გააჩნიათ მაღალი პროფესიონალიზმი და მრავალწლიანი გამოცდილება ფეროშენადნობების წარმოებაში, რაც უზრუნველყოფს წარმოების კოლექტიური მართვის უპირატესობას და პროდუქციის უმაღლესი ხარისხის მიღებას.
კადრებთან მუშაობის ძირითად პრინციპს წარმოადგენს თანამშრომელთა გადინების პროცენტის მინიმალიზაცია.
სისტემატიურად მიმდინარეობს პერსონალის გადამზადების პროცესი, რომელიც მორგებულია ფეროშენადნობთა წარმოების სფეროში დანერგილ სიახლეებთან.
ამავდროულად დაინტერესებული ვართ მოვიზიდოთ მეტალურგიული განათლების სურვილის მქონე პერსპექტიული და წარჩინებული სტუდენტები.
დღევანდელი მდგომარეობით ქარხანაში დასაქმებულთა რაოდებობა შეადგენს 141 თანამშრომელს.